თურქეთმა საფრანგეთის ელჩი ჰერვე მაგრო გამოიძახა, რათა მკაცრად დაეგმო საფრანგეთის სენატში YPG/PKK-ის წევრების მასპინძლობა და მათი ღირსების მედლით დაჯილდოება. YPG/PKK-ს თურქეთი ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს.
„ამ საკითხთან დაკავშირებით, პარიზში ჩვენი საელჩოს მხრიდან რეაქცია საფრანგეთის შესაბამის ორგანოებთან მკაცრად გამოხატული“, - წერს თურქული მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.
„ამ კვირაში მე მქონდა პატივი, სენატში მივსალმებოდი ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის ადმინისტრაციული ორგანოს (AANES) დელეგაციას“, - წერდა 25 მარტს საფრანგეთის სენატის ვიცე-თავმჯდომარე პიერ ლორანი Twitter-ზე.