უნგრეთის პარლამენტმა ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, რითაც ჰელსინკი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ალიანსში გაწევრიანებას.
Politico-ს ცნობით, გადაწყვეტილებას 182 კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, 6 წინააღმდეგი იყო, თავი არცერთ დეპუტატს არ შეუკავებია.
ჰელსინკს ახლა მხოლოდ თურქეთის პარლამენტის თანხმობა სჭირდება და სავარაუდოდ, მალე გახდება NATO-ს წევრი.