უკრაინამ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, ბელგიიდან 36 ტონა აღჭურვილობა მიიღო.
ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან ჰალუშენკომ ბელგიელ კოლეგას ტინა ვან დერ სტრატენს მადლობა გადაუხადა.
რუსეთი, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მასობრივი სარაკეტო და უპილოტო დარტყმებით ოქტომბრის შუა რიცხვებიდან უმიზნებს.
უკრაინული მედია წერს, რომ 2023 წლის მარტის მდგომარეობით, უკრაინის ელექტრო ქსელი ყველა რეგიონში სტაბილურად მუშაობს.