ქერჩის ხიდზე ოკუპანტების 5 საბრძოლო მანქანა დაიმტვრა - უკრაინის დაზვერვა

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ძალების 34-ე მოტომსროლელი ბრიგადის ჯავშანტექნიკის კოლონა ოკუპირებული ყირიმისკენ მიემართებოდა, როდესაც ქერჩის ხიდზე სიჩქარის გადაჭარბების გამო 5 საბრძოლო მანქანა დაიმტვრა. ინფორმაცია საერთაშორისო წყაროებში ვრცელდება უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით,

შედეგად, ხუთიდან ოთხი მანქანა სერიოზულ შეკეთებას მოითხოვს.

თავდაცვის დაზვერვა იუწყება, რომ ოკუპანტები ხერსონის ოლქში მიემგზავრებოდნენ.