რა დანაკარგები აქვს რუსეთს უკრაინასთან ომში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 28 მარტს განაცხადა, რომ რუსეთმა გასული წლის 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინაში 171 730 ჯარისკაცი დაკარგა.

მათ შორის 570 რუსეთის ძალებმა გასული დღის განმავლობაში დაკარგეს.

ანგარიშის მიხედვით, რუსეთმა ასევე დაკარგა 3602 ტანკი, 6966 ჯავშანტექნიკა, 5502 მანქანა და საწვავის ავზი, 2653 საარტილერიო სისტემა, 525 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 277 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 305 თვითმფრინავი, 291 შვეულმფრენი, 2.235 დრონი.