პაკისტანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამერიკელი ჟურნალისტის, დენიელ პერლის მკვლელი საპატიმროს დატოვებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პერლი 2002 წელს გაიტაცეს და შემდეგ თავი მოჰკვეთეს.
ბრალდებული, სიკვდილის დასჯის განაჩენით 18 წელი საპატიმროში იყო.
38 წლის დენიელ პერლი The Wall Street Journal-ის სამხრეთ აზიის ბიუროს ხელმძღვანელი იყო და ისლამისტი ექსტრემისტების შესახებ მასალაზე მუშაობდა, როცა 2002 წლის იანვარში ყარაჩიში გაიტაცეს.