ბორის პისტორიუსი: გერმანია უკრაინის წინაშე თავის ვალდებულებებს ასრულებს

გერმანია ასრულებს თავის ვალდებულებებს უკრაინაში იარაღის გადაცემასთან დაკავშირებით და ზოგჯერ მეტსაც აკეთებს.

დაპირებული ტანკები, ასევე კომპლექტი საბრძოლო მასალებით და სათადარიგო ნაწილებით უკრაინაში ჩავიდა", - დაწერა გერმანიის თავდაცვის ფედერალურმა მინისტრმა ბორის პისტორიუსმა Twitter-ზე.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი დამცველების ხელში ტექნიკის გადაცემა დროულად მოხდა. მისი თქმით, ამ ტანკებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ბრძოლის ველზე.