ბრიტანელი ომის ვეტერანი, კაპიტანი ტომი მური, კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მურმა გასულ წელს კორონავირუსთან მებრძოლი ხალხისთვის ათასი გირვანქის შეგროვება გადაწყვიტა და ჯამში 33 მილიონი შეაგროვა.
100 წლის კაპიტანი ტომი ბედფორდის საავადმყოფოში 31 იანვარს გადაიყვანეს. მას ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პნევმონია ჰქონდა.
კაპიტანი ტომი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია, მას დედოფალმა გასული წლის ივლისში რაინდის წოდება მიანიჭა. p>