უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა, ვარშავას "უახლოეს მომავალში" ეწვიოს, მაგრამ უსაფრთხოების მიზეზების თარიღი გამო მოგზაურობა წინასწარ არ გამოცხადდება. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პაველ იაბლონსკიმ რადიო Wnet-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს უკრაინისა და პოლონეთის ლიდერებს შორის.