უკრაინამ პორტუგალისგან Leopard 2-ის ტიპის სამი ტანკი მიიღო

უკრაინამ პორტუგალიიდან Leopard 2A6-ის ტიპის სამი ტანკი მიიღო.

ამის შესახებ პორტუგალიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

„პორტუგალია აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგობის მხარდაჭერას რუსეთის უკანონო შეჭრის წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.