საფრანგეთი უკრაინისთვის 155 მმ-იანი კალიბრის საბრძოლო მასალის მიწოდებას გააორმაგებს

საფრანგეთი გააორმაგებს უკრაინისთვის 155 მმ-იანი კალიბრის ჭურვების მიწოდებას, ეს რაოდენობა თვეში 2000-მდე მიაღწევს. ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ Le Figaro-ს განუცხადა.

უკრაინის სამხედროები 155 მმ-იან ჭურვებს ფრანგულ თვითმავალი ჰაუბიცებისა (კეისარი) და გერმანული ჰაუბიცებისთვის (Panzerhaubitze 2000) იყენებენ. 

ლეკორნუმ ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთი „ძალიან მალე“ იტალიასთან ერთად მიაწვდის უკრაინას SAMP/T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს.

20 მარტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა მოიწონეს ინიციატივა, რომელიც უკრაინისთვის 155 მმ-იანი საბრძოლო მასალის ერთობლივად მიწოდებას ითვალისწინებს.