უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სუმის რეგიონში ჩავიდა.
ზელენსკი რეგიონის ქალაქებს, ახტირკას და ტროსტიანეც ეწვია. ახტირკაში სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ პატივი მიაგო მათ, ვინც ქალაქის დასაცვად იბრძოდა.
მისი თქმით, 2022 წლის თებერვალში, საბავშვო ბაღის დაბომბვის ჩათვლით, ოხტირკამ განიცადა მძიმე დანაკარგები და „მტრის სასტიკი თავდასხმები“.
„სამართლიანობა დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენ არ ვაპატიებთ იმას, რაც უკრაინელების, უკრაინის წინააღმდეგ ჩაიდინეს. ჩვენ ყველა მკვლელს რუსეთის ფედერაციიდან, ტერორისტებს და თავად აგრესორ სახელმწიფოს პასუხისგებაში მივცემთ", - განაცხადა ზელენსკიმ.
„ჩვენ აღვადგენთ აბსოლუტურად ყველაფერს, რაც განადგურდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკი ბოლო დღეების განმავლობაში, აღმოსავლეთში, დონეცკის რეგიონში ბახმუტისა და კოსტიანტინივკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე სამხრეთით, ზაპოროჟიესა და ხერსონში იმყოფებოდა.