თბილისში, ფონიჭალაში, სკვერში ორ ბავშვს მანქანა დაეჯახა. დაშავებული ბავშვები კლინიკაში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და სკვერში შევარდა.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.