დეპუტატი ფაზილ მუსტაფა ბაქოს საბუნჩის რაიონში საკუთარი სახლის წინ სროლის შედეგად დაჭრეს.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ფაზილ მუსტაფას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აქვს მარჯვენა მხრისა და მარჯვენა ბარძაყის ზედა ნაწილში და ის კლინიკაშია გადაყვანილი.
მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება.
ფაზილ მუსტაფა პარტიას - „დიადი ქმნილება“ ხელმძრვანელობს. ეს პოლიტიკური გაერთიანება ხელისუფლებისადმი ლოიალური განყწობით გამოირჩევა.