ტანზანიელი მინისტრის თქმით, ქვეყანას ვაქცინაციის გეგმა არ აქვს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა დოროთი გვაჯიმამ განაცხადა: ”ამ დროისთვის მთავრობა არ გეგმავს კორონავირუსის ვაქცინის მიღებას.
მინისტრმა ტანზანელებს მოუწოდა სიფრთხილისკენ და ტრადიციული მედიცინის გამოყენება ურჩია, კორონავირუსთან გამკლავებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მათი ეფექტურობა ვირუსის წინააღმდეგ არ არის დამტკიცებული.
ქვეყნის პრეზიდენტის, ჯონ მაგუფულის თქმით, ვაქცინამ შესაძლოა ხალხი დააზიანოს. კრიტიკოსები მას ვირუსის საფრთხის შემცირებაში ადანაშაულებენ.
ტანზანია, ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსის სტატისტიკას არ ავრცელებს. ბოლო მონაცემები ქვეყანამ მაისში გამოაქვეყნა.