უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ სამ ადგილობრივ ტელეარხს სანქციები დაუწესა.
პრეზიდენტის მრჩეველი მიხეილ პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მთელი რიგი ტელეარხების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, ”საკმაოდ მოსალოდნელი და აშკარაა”.
სანქციები დაუწესდა და მაუწყებლობის შეწყვიტა შემდეგმა ტელეარხებმა: „112 უკრაინა“, NewsOne და ZIK.
სანქციები ასევე დაუწესდა ოპოზიციური პარტია „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ დეპუტატს, ტარას კოზაკს, რომელიც მედიაჰოლდინგი „ნოვოსტის“ მეშვეობით აღნიშნული ტელეარხების მფლობელია.
ამჟამად მათი სატელევიზიო კონტენტი YouTube-ზე არის ხელმისაწვდომი.
როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, სამი ტელეარხის მაუწყებლობის შეწყვეტა პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილია. მისი თქმით, ეს ტელეარხები ისე "გულწრფელად" არ მუშაობდნენ, როგორც ჩვეულებრივმა მაუწყებლობამ უნდა იმუშაოს.
„ეს აბსოლუტურად გამჭვირვალე გადაწყვეტილებაა. აღნიშნული ტელეარხები აქტიურად იყვნენ ჩართულნი და უკრაინაში მათ ხშირად იყენებდნენ, როგორც უცხოური პროპაგანდის ინსტრუმენტს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა.