აზერბაიჯანი ისრაელთან ერთად დრონებს აწარმოებს. APA-ს ცნობით, ამის შესახებ თავდაცვის მრეწველობის მინისტრმა მადათ გულიევმა აზერბაიჯანის სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, თანამედროვე ომებში უპილოტო იარაღი ძალიან მნიშვნელოვანია.
მადათ გულიევმა ასევე აღნიშნა, რომ სამომავლოდ, თავდაცვის მრეწველობის სფეროში გამოცდილების მისაღებად, აზერბაიჯანიდან აშშ-სა და თურქეთში სტუდენტების გაგზავნას გეგმავენ.