გერმანია უკრაინას დამატებით, 12 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას მიაწვდი. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გერმანიის პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტმა მწვანე შუქი აუნთო გაუთვალისწინებელ საბიუჯეტო ხარჯებს, რომლებიც თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა მოითხოვეს.
დამატებითი დაფინანსება მოიცავს 3.2 მილიარდ ევროს, რომელიც უკრაინას 2023 წელს უნდა გადაეცეს და საკრედიტო ტრანშებს 2024-დან 2032 წლამდე პერიოდისთვის, რომლებიც ჯამში დაახლოებით, 8.8 მილიარდ ევროს შეადგენს.