ტირანიასთან გასამარჯვებლად უფრო დიდი ერთიანობაა საჭირო. დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიულ სამყაროს ამის მიღწევა შეუძლია. მას შეუძლია გაიმარჯვოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება! რაც შეიძლება მალე. და ჩვენ ყველანი ერთად: უკრაინელები, ყველა ევროპელი, ჩვენი ამერიკელი მოკავშირეები, ჩვენი მეგობრები ყველა კონტინენტზე - აფრიკაში, აზიაში, ლათინურ ამერიკაში, ავსტრალიაში - ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გამარჯვება მოახლოვდეს. უკრაინის გამარჯვება. თავისუფლების გამარჯვება. წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის გამარჯვება“.
„უკრაინას არც ერთი კვირა არ დაუკარგავს სრულმასშტაბიანი ომის დროს - ჩვენ მუდმივად ვაძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებს, ნდობას გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.