"დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ იმ სტუდენტებზე, რომლებსაც ერთიან ბაზში 150 000 ან მასზე ნალები ქულა ექნება", - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ადრე სარეიტინგო ქულა იყო 70 000 ან მასზე ნაკლები. ამჯერად, მიღებული გადაწყვეტილებით, დამატებით 1000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს დაუფინანსდება სწავლა.
"ახალგაზრდების მხარდაჭერა და თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. 2015 წლიდან ფინანსდება ის სტუდენტები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში იყო 70 000 ან მასზე ნალები.
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გაიზარდოს ბენეფიციართა რაოდენობა. დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ იმ სტუდენტებზე, რომლებსაც ერთიან ბაზში 150 000 ან მასზე ნალები ქულა ექნება.
ამ ინიციატივის შედეგად, დამატებით, 1000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა თბილისის მერიისგან მიიღოს სწავლის დაფინანსება, რომლის მაქსიმალური ოდენობა არის 2 250 ლარი. სემესტრულად-1 125 ლარი. ამ თანხის რამდენ პროცენტს მიიღებს სტუდენტი, დამოკიდებულია როგორც ის აკადემიურ მოსრებაზე, კერძოდ სემესტრულ ქულაზე, ისე სოციალურად დაუცველტა ბაზაში სარეიტინგო ქულებზე.
გარდა ამისა, თბილისის მერია გასცემს სემესტრულ ფინანსურ წახალისებას წარმატებული მაგისტრანტებისთვისაც. ამ მიმართულებითაც გვაქვს სიახლეები. ჩვენი ინიციატივით ეს პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება - გაუქმდება კვოტირების სისტემა უნივერსიტეტებისთვის, შესაბამისად, დაფინანსებული მაგისტრანტების რაოდენობა გაორმაგდება და წლიურად 600-ზე მეტი მაგისტრანტის დაფინანსება იქნება შესაძლებელი" - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, იმ სტუდენტებს, რომლებსაც 100%-ით აქვთ დაფინანსებული სწავლა, თანხა პირად ანგარიშზე ჩაერიცხებათ. პროგრამაში შემავალი უნივერსიტეტების ჩამონათვალს დაემატება კიდევ ერთი სასწავლებელი - ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და მისი მაგისტრატურის საფეხური.
„სიახლე გვაქვს ისიც, რომ თუ ადრე ფინანსური წახალისების სტუდენტის პირად ანგარიშზე ჩარიცხვის შემთხვევაში ეს თანხა იბეგრებოდა, ახლა შესაძლებელი იქნება ამ თანხის პირდაპირ სასწავლებლის ანგარიშზე ჩარიცხვა და ის აღარ დაიბეგრება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.