აშშ-ში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს სამხედრო წვრთნების დროს შეეჯახა

ამერიკის კენტუკის შტატში კატასტროფა განიცადა 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ორმა ვერტმფრენმა (HH60 Blackhawks).

კენტუკის შტატში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს სამხედრო წვრთნების დროს შეეჯახა. BBC-ის ინფორმაციით, ორივე ვერტმფრენი აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნოდა.

მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა, თუმცა BBC წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სავარაუდოდ, დაღუპულია 10-მდე ადამიანი.

კენტუკის შტატში დისლოცირებული ფორტ კემპბელის სამხედრო ბაზის ინფორმაციით, ვერტმფრენები სასწავლო მისიას ასრულებდნენ. 

კატასტროფის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.