სარფის საბაჟოზე დააკავეს საქართველოდან გადასული პირი, რომელსაც 250 წყლის კუ ფარულად გადაჰყავდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ვაჭრობის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც თურქული მხარე ამბობს, კუები ართვინის პროვინციის ბუნების დაცვისა და ეროვნულ პარკებს გადაეცა.
მესაზღვრეებმა კაცზე ეჭვი ქურთუკის გამო მიიტანეს, რომელიც შებერილი იყო. ჩხრეკის დროს აღმოჩნდა, რომ კაცს ტანზე მიმაგრებული ჰქონდა ყუთი, რომელშიც კუები იყვნენ.