რუსეთმა უნგრეთი „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში შეიყვანა

რუსეთის ფედერაციამ უნგრეთი „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში დაამატა, რადგან ის შეუერთდა მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ამის შესახებ უნგრეთში რუსეთის ელჩმა ევგენ სტანისლავოვმა განაცხადა, იუწყება უკრაინული მედია.

ამავდროულად, ელჩმა აღნიშნა, რომ ბუდაპეშტი თითქოს „პრაგმატულ“ პოზიციას ავლენს და „არ არის მზად, თავი შორს დაიჭიროს NATO-ს და ევროკავშირის ზეწოლისგან“.

„უნგრეთმა ხელი მოაწერა ბრიუსელის ყველა ანტირუსულ სანქციას და იძულებულია, მკაცრად განახორციელოს ისინი. სწორედ ამიტომ შედის რუსეთის მიმართ არამეგობრული ქვეყნების კატეგორიაში, რომლის მიმართაც შეიძლება გამოყენებული იყოს ჩვენი საპასუხო ზომები“, - განაცხადა რუსეთის ელჩმა.