უკრაინამ აშშ-სგან $1,25 მილიარდის საბიუჯეტო დახმარება მიიღო

უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტმა აშშ-დან 1,25 მილიარდი დოლარის საგრანტო დაფინანსება მიიღო, რომელიც ძირითადად სოციალურ გადასახადებს მოხმარდება. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ დაფინანსება მოხმარდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ნაწილობრივ ანაზღაურებას, კერძოდ საპენსიო გადახდებს, სახელმწიფო სოციალური დახმარების გარკვეული პროგრამების მხარდაჭერას (დევნილთა დახმარება) და საჯარო დასაქმებულთა, სახელმწიფო თანამშრომლების ხელფასების გადახდას. ასევე, სასწრაფო დახმარების სამსახურისა და უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლების დაფინანსებას.

შეერთებულმა შტატებმა ეს თანხები მსოფლიო ბანკის ნდობის ფონდის მეშვეობით უზრუნველყო. რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, უკრაინამ შეერთებული შტატებისგან 15,5 მილიარდი დოლარის გრანტი უკვე მიიღო.

PEACE უკრაინის, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) ერთობლივი პროექტია, რომლის ღირებულებაა 14,9 მილიარდი აშშ დოლარია. პროექტი IBRDპ-სა და IDA-ს სესხებს, ასევე სხვადაასხვა დონორის გრანტებს მოიცავს.