ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ მისი გუნდი მზადაა, „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ყველა თანამშრომელს გაუსაუბროს.
„რესპუბლიკური საავადმყოფო" არის მთავარი საავადმყოფო და ყველაზე მძლავრი რესურსი, რომელიც სახელმწიფოს მფლობელობაში რჩება და ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი როლი და მისი სამომავლო განვითარების პერსპექტივაც. მან სამომავლოდ უნდა აიღოს მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური საავადმყოფოს ფუნქცია როგორც თბილისისთვის, ასევე მთლიანი ქვეყნისთვის. ამ ფუნქციების დაბინავება დღევანდელი ინფრასტრუქტურის პირობებში ტექნიკურად შეუძლებელია.
აქედან გამომდინარე იქნა მიღებული გადაწყვეტილება ახალი შენობის მშენებლობის თაობაზე და გარდამავალი პერიოდი, რომელიც ახლა მიმდინარეობს და არის კომპლექსური უნდა გავიაროთ თანამშრომლობის რეჟიმში. მზად ვართ „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ყველა თანამშრომელს სათითაოდ გავესაუბროთ, გავცეთ პასუხი შეკითხვებზე, რაც მათ აქვთ საკუთარ დასაქმებასთან, საავადმყოფოს სამომავლო ბედთან დაკავშირებით, მაგრამ "რესპუბლიკურმა საავადმყოფომ" უნდა შეიქმნას მომავალი და ეს მომავალი არის სწორედ მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურაში,"- განაცხადა გაბუნიამ.