იაპონიამ გადაწყვიტა, უკრაინას აღდგენისთვის 470 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების ორი პაკეტი გადასცეს.
იაპონიის ელჩმა უკრაინაში, მაცუდა კუნინორიმ და უკრაინის ვიცე-პრემიერმა აღდგენის საკითხებში, ალექსანდრე კუბრაკოვმა შესაბამის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
თანხები უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისთვის საჭირო აღჭურვილობისა და მომსახურების შეძენას მოხმარდება.
მარტის დასაწყისში უკრაინამ და იაპონიამ ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას, რომელიც გადაუდებელი აღდგენის პროექტებისთვის დაახლოებით 170 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. მანამდე კურბაკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის რეკონსტრუქციის საჭიროებამ 411 მილიარდი დოლარი შეადგინა. პრიორიტეტია კრიტიკული ინფრასტრუქტურის, საცხოვრებელი და მნიშვნელოვანი სოციალური და სატრანსპორტო ობიექტების რეკონსტრუქცია.