COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 688 ადამიანს დაუდასტურდა,788 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 13. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. მისივე ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 792 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 579 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 213 PCR ტესტით.

დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 259 897-ს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 251 077-მდე. გარდაცვლილთა რაოდენობა არის 3 221.

688 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 295, აჭარა - 23, იმერეთი - 126, ქვემო ქართლი - 31, შიდა ქართლი - 45, გურია - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 69, კახეთი - 50, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

აქტიური შემთხვევა: 5 573, საიდანაც: 2 384 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 158, აჭარაში - 179, იმერეთში - 467.

მძიმე პაციენტი: 559 , მათ შორის, თბილისში - 253, აჭარაში - 45, იმერეთში - 131.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა: 153, მათგან თბილისში - 110, აჭარაში- 6, იმერეთში - 14.

292 ადამიანი კლინიკურ-სასტუმროებშია მოთავსებული, მათ შორის 200 - თბილისში, 81 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 897 - ბინაზე მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებშიიმყოფება 487 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 200, ხოლო აჭარაში - 126.

სულ 6 ოქტომბრიდან - 2 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 375 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 348 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 9 419 პირი, აჭარაში - 734, იმერეთში - 1 538