300 უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინის ყველაზე ცხელ წერტილებში მისიას იწყებს

ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრომ უკრაინელ სამხედროებს ბრძოლის ველზე გამოსაყენებლად 300 (DJI Mavic 3T ტიპის) უპილოტო საფრენი აპარატი გადასცა.

თითოეული DJI Mavic 3T აღჭურვილია თერმოგამომსახველობითა და ზუმის კამერით, რაც ოპერატორებს ღამის საათებშიც კი აძლევს  საშუალებას, სადაზვერვო მისიები განახორციელოს. ასევე, ამ დრონების საშუალებით, სამხედროებს შეუძლიათ, საარტილერიო ცეცხლის დაფიქსირება და რუსული ტექნიკის განადგურება.

„ამრიგად, უპილოტო თვითმფრინავები უკრაინის ძალებს საშუალებას აძლევს, „იცოდეს ყველაფერი მტრის შესახებ", - აცხადებს სამინიტრო.