მოლდოვის პარლამენტმა, მთავრობის მოთხოვნით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 60 დღით გაახანგრძლივა.
„უკრაინაში რუსეთის ომი გრძელდება და ორივე მხარეს კონტრშეტევასთან დაკავშირებული რისკები იზრდება, რამაც შეიძლება, სერიოზული გავლენა იქონიოს რეგიონსა და მოლდოვის რესპუბლიკაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანმა პარლამენტში გამოსვლისას.
მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა 2022 წლის 24 თებერვალს გამოცხადდა, შემდეგ კი ექვსჯერ 60 დღით და ერთხელ 45 დღით გახანგრძლივდა. ბოლო გადაწყვეტილება თებერვლის დასაწყისში მიიღეს.