თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთს ჩრდილოეთ კორეისგან საკვები პროდუქტების სანაცვლოდ იარაღის მიღება სურს.
კირბის შეფასებით, რუსეთს მიზანია, ჩრდილოეთ კორეისგან მეტი საბრძოლო მასალა მიიღოს, რათა უკრაინაში საკუთარი სამხედრო ქმედებები გააძლიეროს.
„ჯერ კიდევ შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ჩრდილოეთ კორეა შემდგომ დახმარებას გაუწევს რუსეთის სამხედრო ოპერაციებს უკრაინის წინააღმდეგ - ვფლობთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს, ჩრდილოეთ კორეისგან დამატებითი საბრძოლო მასალა მიიღოს“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.