"კანონის წესების დაცვის მიმართ დაუმორჩილებლობა არის მიუღებელი, ამას მოჰყვება მკაცრი რეაქცია", ასე გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა სარესტორნო ბიზნეს, რომელიც შეზღუდვების მიუხედავად გახსნას აპირებს.
ამის შესახებ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"გასაგებია, რომ იმის გამო რომ რესტორნები არა აჭარაში, არამედ დანარჩენ საქართველოში ჯერჯერობით ვერ იხსნება, აქედან გამომდინარე მათ აქვთ უკმაყოფილება. მაგრამ დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა, კანონის წესების დაცვის მიმართ დაუმორჩილებლობა არის მიუღებელი, ამას მოჰყვება მკაცრი რეაქცია.
ჩემი თხოვნა იქნება და ჩემი იმედიც არის, რომ ასეთი არასწორი, არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ დიალოგს ჩვენს შორის. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მათთან დაკავშირებით გვექნება კონკრეტული გადაწყვეტილებები", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრამა.
ცნობისთვის, გუშინ, სარესტორნო ბიზნესმა პროტესტის განსხვავებული ფორმა დააანონსა. 200-მდე რესტორანი, 6 თებერვალს მუშაობის განახლებას გეგმავს.