ფინეთი NATO-ს უახლოეს დღეებში ოფიციალურად შეუერთდება. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პარასკევს მას შემდეგ განაცხადა, რაც თურქეთის კანონმდებლებმა ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა.
სტოლტენბერგმა ასევე ისაუბრა შვედეთზე.
„ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ შვედეთის რატიფიკაციის პროცესის სწრაფი დასრულება ყველას ინტერესშია. ასევე „მოუთმენლად ველი, რომ მივესალმო შვედეთს, როგორც NATO-ს ოჯახის სრულუფლებიან წევრს, რაც შეიძლება მალე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მანამდე განაცხადა, რომ თურქეთი არ დაამტკიცებს შვედეთის გაწევრიანებას, თუ ქვეყანა თურქეთის მოთხოვნას არ შეასრულებს და „ტერორისტებს" არ გადასცემს.
თურქეთის პარლამენტმა ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა.