იაპონიამ გააფართოვა საქონლის იმ ექსპორტზე აკრძალვა, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის ინდუსტრიული ბაზის გაძლიერებას, განაცხადა იაპონიის ეკონომიკის სამინისტრომ 31 მარტს.
განახლებულ სიაში შედის ფოლადის, ალუმინისა და თვითმფრინავების, მათ შორის დრონების ექსპორტის აკრძალვა.
სანქციები იაპონურ ორგანიზაციებს უკრძალავს რუსეთში სხვადასხვა სამრეწველო ნივთის, სამშენებლო მანქანების, გემების ძრავების და ოპტიკური მოწყობილობების ექსპორტს.
ტოკიოს გადაწყვეტილება ძალაში 7 აპრილს შევა.
ექსპორტის აკრძალვა თავდაპირველად, 28 თებერვალს დაწესდა.
30 მარტს უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ იაპონია კიევს 400 მილიონი დოლარის გრანტს გამოუყოფს ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად.
იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა 21 მარტს ეწვია კიევს.