"ხელისუფლების გუშინდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მათ დატოვეს სივრცე მოლაპარაკებებისთვის", - განაცხადა ამერიკის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
ამერიკის ელჩი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
„სწრაფად უნდა მოხდეს ამ პრობლემის გადაჭრა, რადგან მნიშვნელოვანია. ყველა პარტიის ლიდერს უნდა სიტუაცია განიმუხტოს და ყველაზე მთავარი გამოწვევაა მთელი ქვეყნისთვის. ხელისუფლების გუშინდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მათ დატოვეს სივრცე მოლაპარაკებებისთვის.
ღია ვართ ჩვენ იმისთვის, რომ თუ ვინმეს სურვილი აქვს დაგველაპარაკოს. ველოდებით კოლაბორაცია გაგრძელდეს, როგორც მთავრობასთან, ასევე მედიასთან და ყველასთან მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქაღტველოს პარლამენტმა 51 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა.