ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ლაზარე გრიგორიადისის საქმეს ზედამხედველობას გაუწევს. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ბრალდებული 31 მარტს მოინახულა.
„სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ახლახან მოინახულა ლაზარე გრიგორიადისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ესაუბრა მას როგორც მისი დაკავების, ისე დაწესებულებაში განთავსების პირობებზე.
სახალხო დამცველის აპარატი, საქმის მიმდინარეობის პროცესში, ზედამხედველობას გაუწევს, როგორც მისი საპროცესო უფლებების დაცვის, ისე სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის საკითხს", - დაწერა ლევან იოსელიანმა Facebook-ზე.
მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბრალი ოფიციალურად მას წინასწარი დაკავების იზოლატორში, 30 მარტს წარუდგინეს.
ლაზარე გრიგორიადისის ინტერესებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი, დიმიტრი ნოზაძე იცავს.
ია ამბობს, რომ 21 წლის ახალგაზრდა 29 მარტს, საღამოს, ქუჩაში, მას შემდეგ დააკავეს, რაც მეგობრის სახლი დატოვა.
შსს-მ 29 მარტს განაცხადა, რომ დაკავებულია პირია, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს.
შეგახსენებთ, ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტს თბილისში ხალხმრავალი აქციები მოჰყვა. კანონპროექტი საერთშორისო საზოგადოების მოწოდებებისა და სამოქალაქო პროტესტის ფონზე გაიწვის, მეორე ვარიანტი კი, რომელიც პირველი მოსმენით იყო მიღებული, ჩააგდეს.