აშშ უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ სავარაუდოდ, 3 აპრილს გამოაცხადებს. ამის შესახებ ბრიტანული სააგენტო Reuters-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
Reuters-სთან წყარო ამბობს, რომ $2,6 მილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტი შესაძლოა, საჰაერო სათვალთვალო რადარებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და საწვავის სატვირთო მანქანებს მოიცავდეს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 20 მარტს განაცხადა, რომ ვაშინგტონმა უკრაინისთვის 350 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა.
400 მილიონი დოლარის ღირებულების წინა დახმარების პაკეტი 3 მარტს გამოცხადდა. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების დღიდან, აშშ-მ კიევისთვის დაახლოებით 32 მილიარდი აშშ დოლარის სამხედრო დახმარება გამოყო.