კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე უპილოტო საფრენი ორი აპარატის ჩამოვარდნაზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 280-ე მუხლით დაიწყო, რაც ფრენის საერთაშორისო წესის დარღვევას გულისხმობს.
უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნის შესახებ შეტყობინება შსს-მ გუშინ, 7 ოქტომბერს, დაახლოებით 18:35 და 18:45 წუთებზე მიიღეს.
უწყების ცნობითვე, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.