ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, შესაძლოა, NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგი შეცვალოს. ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The Sun-ი წერს.
ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, თუმცა, მედიის ცნობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რამდენიმე ქვეყანა მიმდინარე წლის ოქტომბერში NATO გენერალურ მდივნად ფონ დერ ლაიენის არჩევას უჭერს მხარს.
ცნობისთვის, ალიანსის მოქმედ გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს უფლებამოსილების ვადა წლის ბოლოს ეწურება.