იტალიელები, რომლებიც ოფიციალურ კომუნიკაციებში უცხო ენას გამოიყენებენ, შესაძლოა, დაჯარიმდნენ - CNN

იტალიელები, რომლებიც ინგლისურ და სხვა უცხო ენას ოფიციალურ კომუნიკაციებში იყენებენ, შესაძლოა, რიგ შემთხვევაში 100,000 ევროს ოდენობით ($108,705) თანხით დაჯარიმდნენ.

ამას ითვალისწინებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივია, რომელიც პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის პარტიამ წარადგინა.

CNN-ის ცნობით, დეპუტატმა ფაბიო რამპელიმ წარმოადგინა ინიციატივა, რომელსაც მხარს პრემიერ-მინისტრიც უჭერს.

მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებული კანონმდებლობა ყველა უცხო ენას მოიცავს, პროექტი განსაკუთრებით მიმართულია ინგლისური სიტყვების გამოყენებაზე და როგორც კანონპროექტში ნათქვამი, ის „ამცირებს და ანადგურებს“ იტალიურ ენას, რაც კიდევ უფრო აუარესებს ვითარებას, რადგან დიდი ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირის ნაწილი“.

კანონპროექტის თანხმად, რომელიც საპარლამენტო დებატებზე ჯერ არ გაუტანით, ყველას, ვინც თანამდებობას იკავებს საჯარო ადმინისტრაციაში, იტალიურ ენას უნდა ფლობდეს “. ის ასევე კრძალავს ინგლისური ენის გამოყენებას ოფიციალურ დოკუმენტაციაში, მათ შორის ქვეყანაში მოქმედ კომპანიებში (აკრონიმი, სახელები).