უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის ვადიმ ჰუტსაიტის ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომს 262 სპორტსმენის სიცოცხლე შეეწირა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
სააგენტო მინისტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა უკრაინაში 363 სპორტული ობიექტი გაანადგურა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპორტულ შეჯიბრებებსა და ოლიმპიურ თამაშებზე რუსი სპორტსმენები არ მონაწილეობდნენ, რადგან ისინი მხარს უჭერენ ამ ომს და ესწრებიან ამ ომის მხარდამჭერ ღონისძიებებს“, - განაცხადა ჰუტსაიტმა.
მისივე თქმით, რუსი სპორტსმენები ატარებენ ფორმებს, რომლებზეც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სიმბოლოებია გამოსახული და ამასთან, არ გმობენ უკრაინელი სპორტსმენების მკვლელობებს.
ინფორმაციისთვის, Reuters-მა დამოუკიდებლად ვერ გადაამოწმა დაღუპული უკრაინელი სპორტსმენების რაოდენობა ან რამდენი ობიექტი განადგურდა.
„2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის ეროვნული დონის სპორტსმენებმა ნებაყოფლობით აიღეს იარაღი თავიანთი ქვეყნის დასაცავად. მხოლოდ წელს დაღუპულთა შორის იყვნენ მოციგურავე დმიტრო შარპარი, რომელიც ბრძოლაში დაიღუპა ბახმუტთან, და ვოლოდიმირ ანდროშჩუკი, 22 წლის დეკატლონის ჩემპიონი და მომავალი ოლიმპიური თამაშების იმედი“, - წერს Reuters-ი.