რუსეთში მობილიზებულმა ჯარისკაცმა სამხედროები მძევლად აიყვანა - მედია

რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის ოლქში მობილიზებულმა რუსებმა შეიტყვეს უკრაინის წინააღმდეგ ომში მათი ნათესავების დაღუპვის შესახებ და სამხედროები მძევლად აიყვანეს.

რუსული მედიის ცნობით, ინციდენტი ბრიანსკის რაიონის სოფელ პლავნაში მოხდა. ცნობილია, რომ სამარის რეგიონიდან მობილიზებულმა 35 წლის კაცმა, უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ძმისშვილების დაღუპვის შესახებ შეიტყო, რის შემდეგაც მძევლები აიყვანა.

ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ გამტაცებელი სამართალდამცველებს ჩაბარდა, მძევლები უვნებლად გაათავისუფლეს.

კაცი, რომელიც ავტომატით იყო შეიარაღებული, ყუმბარების გამოყენებით იმუქრებოდა. მას მოთხოვნები არ ჰქონია.

რუსეთის ოფიციალურ წყაროებს მძევლების აყვანის შესახებ ცნობევი არ დაუდასტურებიათ.