ჯო ბაიდენმა იმიგრაციის საკითხებზე 3 აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ახალი განკარგულება ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეცვლას ისახავს მიზნად. ძველი განკარგულების მიხედვით, თუ მშობლებს მცირეწლოვანის მაიდენტიფიცირებელი საბუთი არ გააჩნდათ, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას ბავშვებ ოჯახისგან აშორებდნენ და თავშესაფარში აჩერებდნენ.
პრეზიდენტის ახალი განკარგულებით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოიძიებს ბავშვების ოჯახს და ხელს შეუწყობს ოჯახის გაერთიანებას. დღეის მდგომარეობით, 600-700 არალეგალი ბავშვი კვლავ ოჯახის გარეშეა.
ბაიდენის მეორე და მესამე ბრძანებები, ითვალისწინებს ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის გადახედვას, რამაც შეზღუდა თავშესაფრის გაცემა, შეანელა ლეგალური იმიგრაცია შეერთებულ შტატებში და უცხო ქვეყნების დაფინანსება შეაჩერა.