ერთი წლის წინ უკრაინელმა ხალხმა შეაჩერა ჩვენი დროის უდიდესი ანტიადამიანური ძალა - რუსული ტერორისტული ძალა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი, ერთი წლის წინ კიევის რეგიონის რუსი ოკუპანტებისაგან გათავისუფლებას მიუძღვნა.
„პირველი შეტევები, პირველი მიღწევები, პირველი გათავისუფლებული ტერიტორიები. უკვე ერთი წელია, რაც კიევის რეგიონიდან განდევნეთ დამპყრობლები - თქვენ, უკრაინელმა ხალხმა! თქვენ შეაჩერეთ ჩვენი დროის უდიდესი ანტიადამიანური ძალა. თქვენ შეაჩერეთ ძალა, რომელსაც სძულს და სურს, გაანადგუროს ყველაფერი, რაც ხალხისთვის ღირებულებას წარმოადგენს. და ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მთელ მიწას. ჩვენ დავუბრუნებთ უკრაინის დროშას ყველა ჩვენს ქალაქსა და თემს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ უკრაინის დასაბრუნებლად", - განაცხადა ზელენსკიმ.
2022 წლის 2 აპრილის საღამოს განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა კიევის რეგიონი რუსი დამპყრობლებისგან გაათავისუფლეს. შემდეგ მტრის ბოლო ნაწილები განდევნეს ბუჩიდან, ჰოსტომელიდან და ბოროდიანკიდან.
უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, ოკუპანტებმა კიევის რეგიონში 1374 უკრაინელი მოკლეს, 280 კი დაკარგულად ითვლება. დაიღუპა 38 ბავშვი, დაშავდა 34.