მომავალი კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი თავდაცვისთვის - ზელენსკი

მომავალი კვირა მნიშვნელოვანი იქნება გამარჯვების გზაზე, უკრაინა ემზადება დაგეგმილი ღონისძიებებისა და გადაწყვეტილებებისთვის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
 
„მომდევნო კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი თავდაცვისთვის, გამარჯვებისკენ წინსვლისთვის. უკვე ვემზადებით დაგეგმილი ღონისძიებებისთვის და გადაწყვეტილებებისთვის. ახლა მთავარია, დავიცვათ ჩვენი ერთობა, ვიზრუნოთ დამცველებზე, დავეხმაროთ ერთმანეთს და სახელმწიფოს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
 
ზელენსკის აღნიშნა, რომ დონეცკის რეგიონში ვითარება კვლავ მძიმეა. ავდიივკის, მარინკასა და ბახმუტის ნაწილებში კი განსაკუთრებით რთული ვითარებაა.
 
„დადგება დღე, როცა ვიტყვით: ბოლო ოკუპანტი გაიქცა ან მოკლეს დონეცკის ოლქში, ლუგანსკის ოლქში, ხერსონის ოლქში და მთელ ჩვენს სამხრეთში. ყირიმი ისევ თავისუფალი და უსაფრთხო იქნება. უკრაინა დაიბრუნებს ყველაფერს, რაც მას ეკუთვნის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.