ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. პრემიერ-მინისტრ სანა მარინის სოციალ-დემოკრატიული პარტია არჩევნებში დამარცხდა. პეტერი ორპოს მემარჯვენე-ცენტრისტულმა კოალიციამ 20.8%-იანი მხარდაჭერა მიიღო. მეორე ადგილზეა ნაციონალისტური ევროსკეპტიკური პარტია „ნამდვილი ფინელები“ - 20,1%, სოციალ-დემოკრატებმა კი - 19,9% მოიპოვეს. ხმების 97,7% დათვლილია.
BBC წერს, რომ ეს სანა მარინისთვის მწარე მარცხია.
მთავრობის ფორმირების პირველი შესაძლებლობა კონსერვატორებს ექნებათ. ფინეთის პროპორციული წარმომადგენლობის სისტემა მოითხოვს, რომ კოალიციამ ქვეყნის მართვისთვის 200-ადგილიან პარლამენტში 100-ზე მეტი ადგილი მოიპოვოს.
სანა მარინი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ლიდერია. ის 34 წლის იყო, როდესაც ფინეთის პრემიერი გახდა.
სანა მარინი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას. მისი პრემიერობის დროს ქვეყანამ შვედეთთან ერთად უარი თქვა ნეიტრალიტეტზე იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ფინეთი ალიანსის წევრი ოფიციალურად უახლოეს დღეებში გახდება. მისი გაწევრიანება NATO-ს ყველა მოკავშირეს აქვს რატიფიცირებული.
ფინეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა.