მარინა კალიურანდი: იმედი მაქვს,  „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია მრავალპარტიულ პარლამენტში მუშაობით უთანხმოებას დაძლევენ

"იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია მრავალპარტიულ პარლამენტში მუშაობით უთანხმოების დაძლევას შეძლებენ", - შესაბამისი განცხადება ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელმა მარინა კალიურანდმა Twitter-ზე გაავრცელა.

„საქართველოს პარლამენტმა გაზაფხულის სესია გამართა. იმედი მაქვს, იმის ნაცვლად, რომ ყველა ხიდი გადაწვან, „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია მრავალფეროვან, მრავალპარტიულ პარლამენტში ერთად მუშაობით უთანხმოებების დაძლევას შეძლებენ“, - წერს კალიურანდი.