მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 104 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. სტატისტიკას Bloomberg-ი ავრცელებს. Bloomberg-ი საკუთარ ონლაინსტატისტიკის გვერდს ყოველდღიურ რეჟიმში ანახლებს. ყველაზე ბევრი დოზა აშშ-ში გაკეთდა, 33 მილიონ მოსახლეზე მეტი უკვე აიცრა. იმუნიზაციის მაჩვენებლით მეორე ადგილზე ჩინეთია, სადაც 24 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა აცრა, ხოლო მესამეზე ევროკავშირია, სადაც 13 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია.
პროცენტულად ყველაზე მეტი ვაქცინა ისრაელში გაიკეთეს. 100 მოსახლეზე საშუალოდ ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა 55-მა ადამიანმა გაიკეთა. ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს, სადაც საშუალოდ 100 კაცზე 33 აცრილია. მსოფლიოში დღეში საშუალოდ 4.2 მილიონამდე ადამიანი იცრება.