სანქციები, ეკონომიკური ზეწოლა ამცირებს აგრესორის შესაძლებლობას, გააგრძელოს იმპერიალისტური მიზნების მიღწევა, ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ლიეტუვა არის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდამჭერი უკრაინისადმი. ასევე მნიშვნელოვანია აგრესორის მიმართ სანქციების დაწესება. ეკონომიკური ზეწოლა ამცირებს აგრესორის შესაძლებლობას, გააგრძელოს იმპერიალისტური მიზნების მიღწევა“, - განაცხადა ნაუსედამ.
ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რომ მან თანამშრომლობა გააღრმაოს NATO-სთან.