პოლონეთმა MiG-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პირველი პარტია უკრაინას უკვე გადასცა. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის ოფისის საერთაშორისო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, მარკინ პჟიდაჩმა განაცხადა. პჟიდაჩმა არ დააკონკრეტა რამდენი თვითმფრინავია სულ მიწოდებული. პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ 16 მარტს განაცხადა, რომ ვარშავა უკრაინას პირველ ოთხ MiG-29 ტიპს გამანადგურებელს უახლოეს დღეებში გადასცემდა.
„რა თქმა უნდა, იქნება საუბარი შესაძლო შემდგომ მხარდაჭერაზე", - განაცხადა პრჟიდაჩმა.
უკრაინამ სლოვაკეთის მიერ დაპირებული 13 MiG-29 თვითმფრინავიდან პირველი ოთხი 23 მარტს მიიღო, ნათქვამია სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. კიევმა მოუწოდა თავის მოკავშირეებს, მიეწოდებინათ მოიერიშე თვითმფრინავები, რათა მან შეძლოს თავისი საჰაერო სივრცის დაცვა და უფრო ეფექტიანი კონტრშეტევის წარმოება. ჯერჯერობით დასავლეთის წარმოების მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნა არცერთ ქვეყანას არ აქვს გადაწყვეტილი, თუმცა რამდენიმე პარტნიორი, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, არ გამორიცხავს ასეთ ნაბიჯს.