უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სწორედ რუსეთმა უნდა იფიქროს სანქტ-პეტერბურგის კაფეში აფეთქებაზე. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა ჩერნიგოვის რეგიონში მოგზაურობისას, სადაც რუსი დამპყრობლებისგან სოფლის გათავისუფლების ერთი წლისთავის აღსანიშნავად ჩავიდა.
„მე არ ვფიქრობ იმაზე, რაც ხდება სანქტ-პეტერბურგში ან მოსკოვში. რუსეთმა უნდა იფიქროს ამაზე. მე ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაზე", - განაცხადა ზელენსკიმ.
- ამავე თემაზე:
რა ახალი დეტალებია ცნობილი რუსი სამხედრო ბლოგერისა და კრემლის პროპაგანდისტის აფეთქებაზე